20 Декабрь, 2009

ქართული ჭიდაობა

სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა. იმართებოდა ძირითადად საქართველოს სოფლებში - საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე. თავდაპირველად საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და სამხედრო მომზადების ერთ-ერთ საფუძვლად იყო მიჩნეული. ქართულ ჭიდაობაზე არაერთი ცნობა მოიპოვება ქართლის ცხოვრების ქრონიკებში, საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ მოსე ხონელის ”ამირან დარეჯანიანი” და იოანე შავთელის ”აბდულმესიანი” (XII ს.).XIII საუკუნის დასაწყისის ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა მეფე ლაშა-გიორგის დროინდელი მოჭიდავეების - ქართლელი ხიზამბარელისა და კახელი ბებურიშვილის შერკინების ამბავი, ხოლო XV საუკუნის მემატიანეებმა - ცნობა ათაბაგ მზეჭაბუკის შეხვედრაზე თათართა ფალავან ძალანთან. ალავერდის ტაძრის შესასვლელთან შემონახულია XV საუკუნის ბარელიეფი, რომელზეც ქართული ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი. გვიანდელ ცნობებში, განსაკუთრებით XVII-XIX საუკუნეების წყაროებში, აღწერილია ქართული ჭიდაობის წესები, ცალკეულ ასპარეზობათა ფრაგმენტები,, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ჭიდაობის ნაირსახეობები (რაჭული ”ღოჯური”, მეგრული ”მოგორდია”, იმერული ”საბეჭურით ჭიდაობა”, სვანური ”ლაბრგიელ”, მთიულური ”იღლიღორა”, ხევსურული ”მოშ და მოშ” და სხვ.), გამოჩენილ ფალავანთა ბიოგრაფიები. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ჭიდაობა ქალაქებშიც დამკვიდრდა. შეჯიბრებები იმართებოდა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორსა და თელავში. თბილისის თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა. საჭიდაო ”კრუგები” იყო მოწყობილი მთაწმინდაზე, ფიქრის გორაზე, ავლაბარში, დიდუბეში და ხუდადოვის ტყეში, სადაც საასპარეზოდ გამოდიოდნენ... საქვეყნოდ ცნობილი ფალავნები: დათა ხიზამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, დათა ავლაბრელი, იოსებ ცერაძე, ალექსანდრე ეგნატაშვილი, ვანო ქიზიყელი (”კამბეჩუა”), ვანო მიდელაური, სანდრო კანდელაკი, ვანო აბულაშვილი, ირაკლი კახელი, შაშო და გიორგი ვერელები, კოლია ქვარიანი, გიორგი ჯიბგირი, მიხა ქურხული და სხვები. თბილისში საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ ”გასტროლიორები” ინდოეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ფინეთიდან, იაპონიიდან (გამა ინდოსტანი, კახუტა სეიდი, გუსტავ ფრისტენდკი, ზბიშკო ციგანევიჩი, ციკლოპ ბენკოვსკი, ალექს აბერგი, სარი სულეიმანი, კარლ პოსპეშილი, იამაკატა მაკანურა, ჩემბერ ციპსი, ჯოემორა). ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის. აქ კლასიფიცირებულია 6 ძირითადი ჯგუფი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები, კისრულები და ორი დამხმარე - ბრუნები და ღოჯურები. მათგან თითოეული უამრავ ფანდს შეიცავს. მუსიკალური აკომპანიმენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფრლი ნაწილია, ამასთან მოჭიდავის მოძრაობები: მკლავშემართული მისვლა, მიხრა-მოხრა, ორთაბრძოლის ტემპი ზუსტად თანხვდება მუსიკის რიტმს და ამიტომ ჭიდაობა ცეკვას ემსგავსება. წინათ სოფლად თუ ქალაქად ჭიდაობას ”ჩოხების შემნახველი” პატრონობდა. სწორედ ის იყო შეჯიბრებების მომწყობი და მოთავე. მასვე ებარა საჭიდაო ჩოხებიც. ”ჩოხების შემნახველი” ასწავლიდა ყმაწვილებს ქართული ჭიდაობის ფანდებს, უვლიდა და აწესრიგებდა სარბიელს. შეჯიბრება უმთავრესად უქმე დღეებში იმართებოდა. ჭიდაობას შუამავალი მსაჯი... წარმართავდა. წრეში წესრიგის დასამყარებლად არჩევდნენ ახალგაზრდა, ყოჩაღ ბიჭებს, რომლებიც მოქნილი სახრეებით ხელში გარს ურბენდნენ წრეს და წინ წამოწეულ მაყურებლებს უკან ახევინებდნენ. ასპარეზობას იწყებდნენ მოზარდები, რომლებსაც ჭაბუკები ცვლიდნენ და ბოლოს უკვე გამოცდილი, კარგად დაღვინებული ფალავნები გადმოდიოდნენ. ჭიდაობდნენ წელგამართულნი, ილეთები სრულდებოდა სწრაფად, ელვისებურად. იკრძალებოდა მტკივნეული და მახრჩობელა ფანდები, ფეხებში ხელის ჩავლება, წაქცეულ ან დაჩოქილ მეტოქეზე მისვლა, მისი ძალით წამოყენება, სარბიელისკენ გაქცევა. ჭიდაობის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულ ფალავანს სარბიელზე დავლური უნდა ჩამოევლო და დამარცხებული ცეკვაში გამოეწვია. ქართული ჭიდაობის ილეთები დამკვიდრებულია ჭიდაობის სხვა სახეობებში (ძიუდო, სამბო, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი). ამ ილეთების წყალობით ქართველმა ფალავნებმა შორს გაითქვეს სახელი. მათ შორის ბევრია ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი.






17 Декабрь, 2009

რამდენიმე ფოტო ლათინური ამერიკიდან...







24 Ноябрь, 2009

გაზეთი ლელო - მირანდა მიქაძე



„სუპერ დრაიგრეისინგი“  ბათუმში

21 ნოემბერს, პირველად ბათუმში, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის, სტრომოს არტლაინის და ქალაქ ბათუმის მერიის ხელშეწყობით  მოყვარულთა შორის არნახული სანახაობა „სუპერ დრაიგრეისინგი“, ანუ რბოლა 402 მეტრ დისტანციაზე გაიმართა. შეჯიბრება  ორ ჯგუფად,  3000კბ.სმ.-მდე და 3000 კბ. სმ.-ზე ზემოთ ძრავით აღჭურვილი ავტომობილებით იყო დაყოფილი. სანახაობის მიზნით ასევე მოეწყო  ფორმულა 3-ის ტიპის მძლავრი ავტომობილების საჩვენებელი რბოლა.

მიუხედავათ ბათუმური წვიმისა, რბოლას აზარტული გულშემატკივრები მრავლად ჰყავდა. სულ 23 თბილისელი და ბათუმელი ავტომბრბოლელი მონაწილეობდა, მათგან 3000 კბ. სმ.-ზე ზემოთ ძრავით აღჭურვილ ავტომობილებს შორის გარეგინ მურადიანმა (თბილისი) იმარჯვა. ხოლო 3000კბ.სმ.-მდე გიორგი ჯორჯაძემ (თბილისი).

გამარჯვებულებს “Rompetrol”-ისაგან ნახევარი ტონა საწვავი, ბათუმის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და თასები გადაეცათ.              

  www.gaf.ge  saavtomobilo federaciis oficialuri veb gverdi                         მირანდა მიქაძე

ufro vrclad ixileT gazeT leloSi...23-11-2009

15 Ноябрь, 2009

02-11-2009 გაზეთი - "კვირის პალიტრა"


     ამ დღეებში ინტერნეტში გაზეთებს ვათვალიერებდი და "kvirispalitra.ge-ზე"ამ სტატიას წავაწყდი. იმდენად საინტერესო ამბავია, გადავწყვიტე ბლოგზე გადმომეტანა და ჩემი ბლოგის მკითხველისთვის გამეცნო.
 
                                      ღირსეული მარცხით გამარჯვებულნი  
 
      30 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმ დიდებულ ქართველ ბიჭებს...
      30 წლის წინ, 1979 წლის 11 აგვისტოს, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. უმაღლესი ლიგის მორიგ კალენდარულ მატჩზე მინსკში მიმავალი ტაშკენტის "ფაჰთაქორი" ავიაკატასტროფაში მოყვა. უბედურება ხარკოვის საჰაერო ზონაში მოხდა. უაღრესად გადატვირთულ ტრასაზე, ღრუბლიან ამინდში, ერთ სიმაღლეზე ერთბაშად სამი ლაინერი აღმოჩნდა. დისპეტჩერების დაუდევრობით ორი მათგანი ერთმანეთს 8 400 მ სიმაღლეზე შეასკდა. 158 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები და "ფაჰთაქორის" 18 წევრი. როგორც წესი, მომხდარზე თავდაპირველად სრული დუმილი სუფევდა. შესაძლოა, რიგითი მოქალაქეები რომ დაღუპულიყვნენ, ბიუროკრატებს ეს ამბავი დაემალათ, მაგრამ საფეხბურთო გუნდის გაქრობას ვერანაირად ვერ ახსნიდნენ და ორი დღის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ, მოსახლეობისთვის ეცნობებინათ ავიაკატასტროფის შესახებ.
     
                                                              ცნობა მართლაც შოკის მომგვრელი იყო. "ფაჰთაქორი", მართალია, გრანდებს არ განეკუთვნებოდა, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. იმ დროისთვის გუნდი პირველ ათეულში შედიოდა და ხშირად უქმნიდა პრობლემებს ლიდერებს, განსაკუთრებით ტაშკენტში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წმინდა ადამიანური ტრაგედია ყველამ გულთან მიიტანა. სპორტკომიტეტის გადაწყვეტილებით, ტაშკენტის უპირველეს გუნდს უამრავი შეღავათი დაუწესეს და მისი ხელახლა დაკომპლექტება დაიწყეს. ეს იოლი არ იყო - ფაქტობრივად, უზბეკური ფეხბურთის ყველა საუკეთესო წარმომადგენელი ავიაკატასტროფას შეეწირა. გუნდს დახმარების ხელი სხვა რესპუბლიკებმა გაუწოდეს, მათ შორის თბილისის "დინამომ", რომელმაც უზბეკეთში სათამაშოდ თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი მიავლინა. ერთ კვირაში გუნდი ხელახლა ჩამოყალიბდა და ისევ ჩაება ჩემპიონატში...
     საფეხბურთო ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა, მაგრამ ახალშეკოწიწებული "ფაჰთაქორის" ნახვას ყველა ესწრაფოდა. ჯერ ერთი, გულშემატკივრებს აინტერესებდათ, როგორი გუნდი შეიქმნა თვითმყოფადი კოლექტივის ბაზაზე და მეორეც, ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვა სურდათ მომხდარი უბედურების გამო "ფაჰთაქორის" ბიჭებისთვის. ტრაგედიის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი გუნდმა 1979 წლის 27 აგვისტოს გამართა. ლამის მთელი უზბეკეთი ტაშკენტის ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბა.”"ფაპთაქორის" მეტოქე იყო ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატი თბილისის "დინამო"(!)...
          ძვირფასო მკითხველო, ვიდრე იმ საოცარი მატჩის პერიპეტიებზე მოგითხრობდეთ, მინდა დღევანდელობაში დაგაბრუნოთ და გაგაცნოთ ამას წინათ, უზბეკეთის ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული "ფაჰთაქორის" ვეტერანი ფეხბურთელის, ტულიაგინ ისაკოვის მოგონება ქართველი ფეხბურთელების ვიზიტის შესახებ ტაშკენტში: "ალბათ წარმოდგენილი გექნებათ, რა ტრაგედია გადაიტანეს უზბეკმა გულშემატკივრებმა და როგორ სურდათ ახალაღორძინებული გუნდის ნახვა ტაშკენტის სტადიონზე. პირველი საშინაო მატჩი, ზღვა ხალხი ტრიბუნებზე... ყველას სურდა, პატივი მიეგო უდროოდ დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. ჩამოფრინდა ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული თბილისის "დინამო". მახსოვს, პირველ წრეში თბილისში ჩატარებული მატჩი, რომელიც 0:4 წავაგეთ. საარაკო ფეხბურთი აჩვენეს იმ თამაშში თბილისელებმა და ტაშკენტური ვიზიტის დროსაც ნამდვილად საჩემპიონო გუნდი ჰყავდათ, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდებოდა ასეთ მდგომარეობაში მყოფი "ფაჰთაქორის" ძლევა...

       ჩამოსვლისთანავე ქართველი ფეხბურთელები სასაფლაოზე წავიდნენ და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა საფლავები. საღამოს კი მწვანე მინდორზე გამოვიდნენ სათამაშოდ. შეუდარებელმა დავით ყიფიანმა მე-9 წუთზე გაგვიტანა ბურთი, მაგრამ შემდეგ დაგვითმეს უპირატესობა და ორი ბურთის გატანა შევძელით. ყიფიანმაც და სხვა ბიჭებმაც მოედანზევე გვითხრეს, - აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვართ და ვერც მივცემთ თავს უფლებას, მთელი ძალით ვითამაშოთო. საბოლოოდ, გავიმარჯვეთ 2:1 და ოდნავი შვება მოვგვარეთ დამწუხრებულ უზბეკ გულშემატკივარს. ეს კი, უპირველესად, ქართველი ბიჭების დამსახურება იყო, რომელთა ადამიანობამ და გულისამაჩუყებელმა თანაგრძნობამ იმ დღეს ტკივილი შეგვიმსუბუქა. თამაშის შემდეგ ყველას გადავეხვიეთ და მადლობა გადავუხადეთ. ტრიბუნები წამოიშალა და მქუხარე ტაშით გააცილა თბილისელები, რომლებმაც ღირსეულად მოიხადეს ვალი გარდაცვლილი კოლეგების მიმართ. ამის მნახველს, დარწმუნებული ვარ, არასოდეს დაავიწყდება ის დღე. 30 წლის შემდეგ უზბეკი გულშემატკივრების სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმ დიდებულ ქართველ ბიჭებს"...”
      დამეთანხმებით, ამაღელვებელი მოგონებაა, რომელიც სიამაყით თვალზე ცრემლს მოგადენს. მართლაც ბარაქალა თქვენ, მაშინდელო ჭაბუკებო, დღეს უკვე თმაშევერცხლილო ვაჟკაცებო, თქვენი ღირსება და ადამიანობა ასე ლამაზად და უანგაროდ რომ ჩააგვირისტეთ ტაშკენტის მწვანე მინდორზე და მისი ნაკვალევი აგერ, 30 წლის შემდეგ გულწრფელ სამადლობლად რომ გადმოგყვათ(!). ბარაქალა ტულიაგინ ისაკოვსაც, რომელმაც თავადაც ღირსეულად დააფასა ღირსეული კაცები...
       ძველ გულშემატკივრებს, უდავოდ გაახსენდებოდათ უფრო ადრეული 1964 წელი, როდესაც თბილისის "დინამო" პირველად სწორედ ტაშკენტში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. გაახსენდებოდათ, თუ როგორ ჩავიდა ლამის ნახევარი საქართველო უზბეკეთის დედაქალაქში თამაშამდე 2-3 დღით ადრე; როგორ მოიგეს ალალი და კეთილი საქციელით უზბეკების გული, როგორ გულშემატკივრობდა ადგილობრივი გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისელებს და როგორ იზეიმეს ქართველებთან ერთად მოსკოვის "ტორპედოსთან" ბრწყინვალე გამარჯვება - 4:1!..
      ამ მატჩიდან სულ სამიოდე დღეში, იმავე ფეხბედნიერ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა გორკის "ვოლგასთან" და ისევ უზბეკი გულშემატკივრის მხურვალე თანადგომით დაამარცხა მეტოქე 4:2...  
     მოკლედ, კაცობის, ღირსებისა და სიკეთის სანთელ-საკმეველი თავის გზას ყველგან და ყოველთვის მონახავს!..
       30 წლის შემდეგ გვინდა იმ "დინამოელების" ვინაობა შეგახსენოთ, რომლებმაც ეს სიკეთის სანთელი ჩაუქრობელ კელაპტრად უქციეს არა მარტო უზბეკ გულშემატკივრებს, არამედ ქართველთა მომავალ თაობასაც, რომლებსაც მუდამ საამაყოდ ექნებათ "ფაჰთაქორთან" ჩატარებული მატჩის დროს ქართველი ფეხბურთელების ბრწყინვალე ჟესტი: ოთარ გაბელია, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ნუკრი კაკილაშვილი, ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ვახტანგ კოპალეიშვილი. მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი...
     
      P.s. არ ვიცი, რა დამთხვევა იყო კალენდარში და რაღა მაინცდამაინც ქართველ ფეხბურთელებს ერგოთ ტაშკენტში პირველი მატჩის პატივი. არც ის ვიცი, როგორ მოიქცეოდნენ ქართველების ადგილას მოსკოვის "სპარტაკი", კიევის "დინამო" ან დონეცკის "შახტიორი", რომლებიც თბილისელებთან ერთად ლიდერობდნენ ჩემპიონატს და თითოეული ქულისთვის თავს აკლავდნენ მეტოქეებს. ფაქტია: ტაშკენტში დაკარგულმა ორმა ქულამ თბილისის "დინამო" საპრიზო სამეულს გამოთიშა...

www.kvirispalitra.ge
ზვიად სეხნიაშვილი  

14 Ноябрь, 2009

ox, es oxeri gamarjveba

...sxeulshi tkvili,haeris ukmarisoba..gtkiva araferi da gtkiva kvelaferi... ginda sxeulidan amozvre, gaqre,rom mere isev gachnde...ogond gamarjvebistvis... ox, es oxeri gamarjveba... zargvebshi sisxli gekineba...unda moigo..unda...shen xom zalian dzlieri xar...kvelaze dzlieri... sxeulshi gamomwkvdeuli suli talgebivit exetqeba gonebas...gamarjveba unda ver isvenebs... ras ar ggaaketebinebs gamerjvebisken swrafva...gamarjvebam tu tavi mogantara mkinvarebs da udabnsac gaudzleb tu "wkurvilit" ar daixrchvi da mwvervalamde mainc axoxdebi...ecdebi mainc...sheidzleba mwvervalze asulma bolo nabiji ver dadga, dasrialde da dzirs ie daexetqo....rom saertod gaqre....albat egec aris,rom ase 


12 Ноябрь, 2009

oceanis napirebze....





08 Ноябрь, 2009

ჭადრაკი, პინგვინ-ვეშაპები და არგენტინა...

 20 oqtomberi, dilis 4 saaTi Sexvedris adgili Tbilisis aeroporti...

jgufis xemZRvaneli, batoni kaxi CigogiZe, misi meuRle da Tqveni mona-morCili, miranda miqaZe, argentinaSi, 20-wlamde gogonaTa da WabukTa msoflio Cempionatze gavemgzavreT. argentinis aeroportSi kidev ori moWadrake, nazi paikiZe da giorgi margvelaSvili SemogvierTda. me da giorgi, rogorc saqarTvelos Cempionebi, xolo nazi, rogorc wina wlis msoflio Cempioni 16-wlamde, saqarTvelos Rirsebis dasacavad gavemgzavreT...

Cveni marSuti aseTi iyo:- Tbilisidan parizis, Sarl de golis  aeroportSi CavfrindiT, Semdeg buenos airesSi da bolos Ppuerto madrin-Si.

13 saaTiani frenis Semdeg, argentinis qalaq, puerto madrinSi, sastumro rayntavei-Si davbinavdiT. amiT damRleli mgzavroba dasrulda. raRac uCveulo da axali daiwyo, Tan Zalzed saintereso.

sastumrodan, okeanis SesaniSnavi xedi iSleboda, ca, okeane da qviSa erTmaneTs saocrad erwymoda.… magram am silamaziT didxans mxolod fanjridan Tu datkbeboda adamiani, radgan saSineli qari qroda.


22 oqtombers, 20-wlamde msoflio Cempionatma gogonaTa da WabukTa Soris starti aiRo. … daiwyo ase nanatri da saasparezod Znelad mosapovebeli msoflio Cempionati. 50 qveynis rCeulma gogonebma da  Wabukebma moiyara Tavi. yvelas surda gamarjvebis kvarcxlbekze asvla. …  gamarjvebisTvis gamokveTili liderebi Tavs ar zogavdnen, situacia daiZaba. win 13 turi iyo saTamaSo...

M     me-7 turi dasruleba yvelas uxaroda, radgan win dasvenebis dRe gveloda.…bavSvebi eqskursiisTvis, pingvinebisa da veSapebis sanaxavad emzadebodnen.… radganac sameulis Sansebs vinarCunebdi gadavwyvite eqskursiaze uari meTqva. moulodneli da yvelasaTvis gasakviri gadawyvetileba iyo. Tumca ar vnanob, radgan meore dRes ruminelTan davmarxdi da exla namdvilad vici, rom eg eqskursiis brali ar iyo. yvelani aRfrTovanebuli dabrundnen, Tumca dasvenebis DdRec maleve miiwura da win kidev 6turi gvqonda saTamaSo.




rogorc yovelTvis turniris meore nawilze bevria damokidebuli. samwuxarod me-8 da me-10 turSi davmarcxdi, riTac sameulis Sansi davkarge. nazisac aRar hqonda Sansebi. mxolod giorgi asparezobda warmatebiT. didi fsiqologiuri datvirTvis miuxedavad darCenil sam turSi somex, azerbaijanel da rus metoqeebs vZlie da 8.5 quliT msoflios xuTeulSi Sevedi. 16-wlis nazi paikiZem 7 quliT me-17 adgils dasjerda. yvelaze guldasawyveti partia giorgis hqonda, romelic gadamwyvet partiaSi polonel, mixeil olsrevskisTan damarcxda. Ggamarjvebis SemTxvevaSi kvarcxlbekis mesame safexurs Seswvvdeboda da mxolod didostatobis normas dasjerda. ase dasrulda Cveni saWadrako Tavgadasavali argentinaSi, 20-wlamde msoflio Cempionatze. yvelani guldawyvetilebi viyaviT. ara imitom, rom movdiodiT, aramed imitom, rom xelcarielebi vbrundebodiT Cvens qveyanaSi...

erT-erTi dasamasxovrebeli da sasixarulo argentineli kinoreJisoris, gaTcsonis gacnoba iyo. romelic Cveni turniris Sesaxeb films iRebda da erT mSvenier dRes me da nazi, darbazSi saqarTvelos droSasTan  fotoebis gadaRebis dros mis obieqtivSi movxdiT, gasaubrebis Semdeg sasiamovnod gaocebulebi davrCiT, rodesac xinkali, xaWapuri, Tbilisi da bakuriani gvixsena. rogorc aRmoCnda, gaTcsons saqarTvelo Zalian hyvarebia da ara erTxel yofila Cvens qveyanaSi.

3 noembers, CanTebi CavalageT da saocar sanapiroze ukanasknelad gaviseirneT. win isev 25 saaTiani frena, (puerto madrinibuenos airesipariziukraina - Tbilisi) gveloda.

Bbuenos airesSi qarTvelebma da germanelebma 4 saaTiT qalaqSi gaviseirneT. Cveni jgufi buenos airesis erT-erT yvelaze cnobil ubanSi, rekoletosaken gaemarTa. namdvili argentinelebi pirvelad iq vnaxeT, eSxiani da Zalian gemovnebiani xalxia. vnaxeT berebis mier pirvelad aSenebuli taZari da mdidrebis sasafalo. akldamebi xelovnebis nimuSebi iyo. mxolod zogierTi akldamis Ria feris minebidan mosCanda sasxleebi, rac gvaxsenebda, rom sasafloze viyaviT da ara muzeumSi. yvelaze Zalian momewona da Semexarba sufTa qalaqi,  mindvrebze dasaveneblad wamowolili adamianebi.... sasiamovno sanaxavi iyo.  

5 saaTisTvis aeroportSi davbrundiT da saqarTvelosaken gamoveSureT. pingvinebi, veSapebi da gaTcsoni ukve sasiamovnod mosagonar warsulSi darCa. win axali turnirebi, nerviuloba, gamarjvebebi, sixarulis da simwris cremlebi, gvelodeba... risTvisac Tavdauzogavi Sromaa saWiro. yoveli wuTi mniSvnelovania, xoda mkiTxvelo vasruleb weras, Sexvedramde...

statia aseve SegiZliaT ixiloT www.geochess.do.am